რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

8-08-2024, 09:51 - 2024
260
       

რუსეთში, კურსკის ოლქიდან ისევ ვრცელდება ცნობები თავდასხმების შესახებ. 


რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ღამისა და დილის განმავლობაში 6 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო.

ღამით რამდენჯერმე გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე რეგიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.

7 აგვისტოდან კურსკის ოლქსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი დღის განმავლობაში 26-ჯერ დაიბომბა უკრაინის სუმის რეგიონი, რომელიც კურსკს ესაზღვრება, იტყობინება სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს საღამოს ანგარიშში დაწერა, რომ სუმის მიმართულებით საომარი მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები