არსებული ინფორმაციით, უკრაინის დივერსიულმა ჯგუფმა რუსეთის ქალაქზე კონტროლი მოიპოვა

არსებული ინფორმაციით, უკრაინის დივერსიულმა ჯგუფმა რუსეთის ქალაქზე კონტროლი მოიპოვა

8-08-2024, 01:04 - 2024
444
       

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურ Суджа-ზე. 


სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.

ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები