„თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით მიიტანა იერიში ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე. შედეგად, დაშავებულია ექვსი ადამიანი.
როგორც ისრაელის მედია ქალაქ ნაჰარიას სამედიცინო ცენტრის დირექტორზე დაყრდნობით წერს, ამჟამად ჰოსპიტალში ექვსი ადამიანი რჩება. მათ შორის, ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა.
ისრაელის მედია „ჰეზბოლას“ თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
„ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრები აპარატები გაუშვეს. დაჯგუფების წევრების აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.
ამასთან, „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს არ წარმოადგენდა შურისძიებას გასულ კვირას ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაჯგუფების სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი მოკლეს.