მედია: ისრაელმა ღაზაზე მორიგი შეტევა განახორციელა

მედია: ისრაელმა ღაზაზე მორიგი შეტევა განახორციელა

5-08-2024, 16:21 - 2024
311
       

„ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ღაზის სკოლების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა 80 პროცენტი ბავშვია“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ დაბომბა ჰასან სალამას და ნასრის სკოლები. 

საერთო ჯამში, დაღუპულია 30 იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომლებიც სკოლის შენობებს აფარებდნენ თავს.

„ალ-ჯაზირა“ წერს, რომ დაბომბვის შემდეგ ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

ისრაელის სამხედროებმა გასცეს ახალი ევაკუაციის ბრძანება ქალაქ ხან იუნისის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებიდან.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 39 583 ადამიანი დაიღუპა და 91 398 დაშავდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები