ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა

4-08-2024, 23:19 - 2024
311
       

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა. 


ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ.

მედიის ცნობით, პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 პოლიციელი დაიღუპა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები