ბორის ჯონსონი - ეს არის მინსკის პროცესზე და მინსკის შეთანხმებებზე უარის თქმა

ბორის ჯონსონი - ეს არის მინსკის პროცესზე და მინსკის შეთანხმებებზე უარის თქმა

22-02-2022, 02:12 - 2022
598
       

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის ქმედებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.
 
მისი თქმით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა.
 
ეს არის მინსკის პროცესზე და მინსკის შეთანხმებებზე უარის თქმა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი.

ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მათ შორის არის მკაცრი სანქციების მომზადება და „ნატო“-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება
“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები