სინოპტიკოსები ძლიერი ქარიშხლის მოლოდინში არიან | გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

სინოპტიკოსები ძლიერი ქარიშხლის მოლოდინში არიან | გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

3-08-2024, 00:48 - 2024
4 698
       

აშშ-ში, ფლორიდის შტატს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტროპიკული ქარიშხალი „დები“ დაატყდება თავს. 


ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ფლორიდის შტატს ხვალიდან შეუტევს, რაც წყალდიდობას და ძლიერ ქარს გამოიწვევს. 

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

შტატის მაცხოვრებლებმა ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარიშხალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ხვალიდან ქარიშხალი ფლორიდის შტატის გარკვეულ რეგიონებსა და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდის მკვეთ გაუარესებას გამოიწვევს.

ვარაუდობენ, რომ ხვალ დილისთვის ქარიშხალი უკვე ჩამოყალიბებული იქნება და საღამოს საათებში, ძლიერ ტროპიკულ შტორმად გადაიქცევა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები