ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის ელჩის მოადგილე საყვედურისთვის დაიბარა.
ელჩის მოადგილე მას შემდეგ დაიბარეს, რაც თელ-ავივში მდებარე თურქეთის საელჩომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის გამო პატივისცემის ნიშნად დროშა ნახევრამდე დაუშვა.
„ისრაელი მშვიდად არ მიიღებს ისეთი მკვლელის გლოვაში მონაწილეობას, როგორიც ისმაილ ჰანია იყო. თუ საელჩოს წარმომადგენლებს გლოვა სურთ, წავიდნენ თურქეთში და იგლოვონ თავიანთ ბატონ ერდოღანთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს და მის ჩადენილ მკვლელობებს“, - თქვა კაცმა.
გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასის თეირანში მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიას დაკრძალვის კატარში გასამართი ცერემონიის პარალელურად, თურქეთში გლოვის დღე გამოაცხადა.