უკრაინელებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები მიიტანეს.
დარტყმები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
იერიშისთვის, სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დარტყმების ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
ოკუპირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. მალევე საკუთარ ტელეგრამ-არხზე მან გამოაქვეყნა გაფრთხილება სარაკეტო საფრთხის შესახებ.
რაზვოჟაევის მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს.