„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა

2-08-2024, 09:57 - 2024
509
       

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა. 


როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელის მხარეს სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიში იყო ისრაელის მიერ მანამდე ლიბანურ სოფელ ჩამააზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხი. 

ისრაელის დარტყმას ოთხი სირიელი ემსხვერპლა, ლიბანის რამდენიმე მოქალაქე კი დაშავდა.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში ავიაგამანადგურებლების გამოყენებით დაბომბეს „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანადგარი, რომელიც დაჯგუფებამ მანამდე ისრაელზე სარაკეტო იერიშისთვის გამოიყენა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები