რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პატიმრების მასშტაბური გაცვლის დროს გათავისუფლდნენ, მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.
პუტინის თქმით ვადიმ კრასიკოვი სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს.
„პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა მივმართო მათ, ვისაც უშუალო კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცის ერთგულებისთვის და თქვენი მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელიც არცერთი წუთით არ დაგვიწყებიათ. ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ სახელმწიფო ჯილდოები, კიდევ შევხვდებით, ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე“, - მიმართა მათ პუტინმა აეროპორტში.