ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნიან

ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნიან

1-08-2024, 23:45 - 2024
496
       

„ჩვენი გუნდი დააფუძნებს ახალ პარტიას“, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ პირად გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. 


„ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. 

ამ პარტიის ზრდას განაპირობებდა ის იდეები, რასაც ჩვენი გუნდი განასახიერებს. ჩვენი გუნდი აქ არის, დააფუძნებს ახალ პარტიას და ძალიან მალე გეტყვით, ვის მისცეთ ხმა, აქაც პასუხისმგებლობით მოვიქცევით“, - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიიდან გავიდა. 

გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს და პარტიას დატოვა.  

მისი თქმით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. 

კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები