„რუსეთი იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
The recognition of #Donetsk and #Luhansk by Russia is another step directed against the fundamental principles of international law and unfortunately repeats the occupation of Georgian territories in 2008. We strongly support the sovereignty and territorial integrity of Ukraine??
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 21, 2022