კომენდანტის საათი საქართველოში |  პოლიცია მოსახლეობას გარეთ გასვლას უკრძალავს

კომენდანტის საათი საქართველოში | პოლიცია მოსახლეობას გარეთ გასვლას უკრძალავს

29-07-2024, 17:09 - 2024
789
       

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სპეციალური სიუჟეტი მოამზადა ქალაქი გორიდან, სადაც პოლიცია ყოველ ღამით რეიდებს ატარებს და მოსახლეობის ქუჩაში გადაადგილებას აკონტროლებენ.


აღნიშნული რეიდების მიზეზი და მიზანი უცნობია, აღნიშნულზე სამინისტრო არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ხოლო როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ პოლიცია მოსახლეობას ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავს.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი, გორის ქუჩებში საპოლიციო რეიდები შეწყდა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, ალექსანდრე ვალიაურმა აცხადებს, რომ პოლიცია რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, რეიდებს აღარ ატარებს და მოსახლეობაც თავისუფლად ახერხებს გადაადგილებას.

„არავის მოუთხოვია ამ დასახლების სრულიად უყურადღებოდ მიტოვება, რისი ნიშანიც აქციიდან პირველივე ღამეს გაჩნდა. აქციის არცერთი მონაწილის ინტერესი არ არის კრიმინალის ზრდა და უკონტროლო სიტუაცია. საზოგადოებას კარგად ესმის სამართალდამცავი სისტემის მნიშვნელობა, ოღონდ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით... პოლიცია ვალდებულია დაიცვას წესრიგი და მოქალაქეების უსაფრთხოება. წარმოუდგენელი და გაუგებარია მოქალაქეებთან ასე თამაში, არასწორია მოქალაქეებისთვის ასეთი არჩევანის შეჩეჩება - ან სრულიად უყურადღებობა, ან ძალადობრივი ქმედებები... მოვუწოდებ პოლიციის ყველა თანამშრომელს, სწორად გაანალიზონ და სამართლის პრინციპების დაცვით შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ნუ გახდებიან დანაშაულებრივი და მოღალატე ხელისუფლების დავალებების შემსრულებლები“, - აცხადებს ალექსანდრე ვალიაური. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები