„რუსეთი იმეორებს იმ სცენარს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას.
„საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას“.
ის იმეორებს იმ სცენარს, რამაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.
საქართველო დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
?? strongly condemns Russia’s « recognition » of ??Ukraines’s Donetsk and Lugansk regions, repeating the scenario that led to the occupation of 20% of our territory. ??stands by you Pdt Zelensky and in support of?? ‘s territorial integrity and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2022