წვიმების გამო, ფილიპინების დედაქალაქი სტიქიური უბედურების ზონად იქცა.
წვიმებთან ერთად, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ქარიშხალმა "კატრინამ" გადაუარა, დაანგრია ელექტრო ბოძები, ამოძირკვა ხეები და სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სტიქიამ 12 ადამიანი იმსხვერპლა, 600 000-მა ადამიანმა კი სახლი დაკარგა.