ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.
მიშელის თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად.
„უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა.
ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით“, - წერს შარლ მიშელი.
The recognition of the two separatist territories in #Ukraine is a blatant violation of international law, the territorial integrity of Ukraine and the #Minsk agreements
— Charles Michel (@eucopresident) February 21, 2022
EU and its partners will react with unity, firmness and determination in solidarity @ZelenskyyUa @POTUS