დავითულიანი კანდიდატის სტატუსზე: არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ

დავითულიანი კანდიდატის სტატუსზე: არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ

9-07-2024, 14:53 - 2024
5 721

„რისი პროცესია შეჩერებული? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ „ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.


დავითულიანის თქმით, მსოფლიოში პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დასრულების შემდეგ „კონფიგურაცია ცხადი იქნება“.

„საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება. იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა