„ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები“, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.
ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ნაწილი ისევე, როგორც ყირიმი.
გასაგებია, რომ მოსკოვი სერიოზულად არ უდგება დიპლომატიას და ომის საბაბს ეძებს“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
Estonia will never accept the illegal decision by Russia to recognize Donetsk and Luhansk regions. They are an internationally recognized part of Ukraine, like Crimea. Clearly, Moscow is not serious about diplomacy but is looking for casus belli. #StandWithUkraine
— Alar Karis (@AlarKaris) February 21, 2022