0 მომხრე, 66 წინააღმდეგი - „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ამის შემდეგ რუსული კანონის თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 4.
ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ კრემლის ინტერესების გამტარებელი კანონი დაამტკიცა.
პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში.