„ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, პრეზიდენტისგან ჩვენ მოვისმინეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.