„ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

„ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

22-02-2022, 00:16 - 2022
767
       

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. 

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

ევროკავშირი და მისი პარტნიორები, ერთიანობითა და უკრაინისადმი მტკიცე სოლიდარობით უპასუხებენ“, - წერს ფოონ დერ ლაიენი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები