გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: თუ ფიქრობთ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები

გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: თუ ფიქრობთ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები
15-05-2024, 12:25 - 2024
2 817

„დავით ქაცარავა ყბის მოტეხილობით წევს საავადმყოფოში... თუ ფიქრობ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ცდები“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა X-ზე წერს.


ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ცემას ეხმაურება. 

„ეს კაცი ყბის მოტეხილობით წევს საავადმყოფოში, ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა ნებაყოფლობით იბრძოდა უკრაინისთვის 2022 წელს. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მისწვდა, მაგრამ მისწვდა 
საქართველოში. თუ ფიქრობ, რომ ასე შეინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსს, ირაკლი კობახიძე, ცდები“, - წერს გრეგოროვა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები