უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის „შავი არწივის“ ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკას მიმართულებაზე დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი ფრონტის ხაზიდან ქართველი მებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.
გუგუტიშვილი იმავე მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს, 6 მაისს დაიღუპა.