ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ჰაკერები პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს სამთავრობო გვერდებზე.
„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!“, - წერს Anonymous.