Anonymous ამბობს, რომ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშა.
ამის შესახებ ისინი ინფორმაციას X-ზე ავრცელებენ.
„განახლებები: Anonymous-მა გათიშა საქართველოს მთავრობის სხვა ოფიციალური ვებგვერდები:
• ქართული ოცნების პარტია (41.ge);
• საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური (sda.gov.ge);
• საქართველოს რუკის დირექტორატი (maps.gov.ge);
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)
ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის“, - წერს Anonymous-ი.