მარგველაშვილი: ივანიშვილმა საქართველოსა და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა

მარგველაშვილი: ივანიშვილმა საქართველოსა და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა

1-05-2024, 18:59 - 2024
6 450
       

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.


მისი თქმით, ოლიგარქმა ქვეყანას და მის იდენტობას ომი გამოუცხადა.

„ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა.
ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები