ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დარბევის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები!
• ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;
• დაფინანსების შეწყვეტა ქართული პროექტებისთვის;
• სანქციები ბიძინა ივანიშვილის;
• მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს“, - წერს ევროპარლამენტარი.