„გაუგებარი, მიუღებელი და უხერხულია“ - ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილს

„გაუგებარი, მიუღებელი და უხერხულია“ - ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილს

21-02-2022, 17:31 - 2022
763
       

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს, სადაც ის მიმართავდა სალომე ზურაბიშვილს, რომ წლების შემდეგ შესაძლოა, სისხლისსამართლის საქმე დაიწყოს იმის გამო, რომ ის სტუმრებს შამპანურით გაუმასპინძლდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპასუხოდ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ირიბი თუ პირდაპირი მიმართა პრეზიდენტის მიმართ მუქარა მიუღებელი და გაუგებარია.

„უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. 

ასეთი ინსინუაციების სრულიად უადგილო და მიუღებელია და ანაქრონული და უშედეგო, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო რამდენიმე თვის წინ. ეს პროცესი პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება განცდა შიშის და ვერავინ მიაღწევს შედეგად დაშანტაჟებისა და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ მიზანს. 

ძალიან უხერხულად ჟღერს ექს-პრეზიდენტისგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობასა და ქვეყანაზე, რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები