პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტად გამოაცხადა
17-04-2024, 18:43 - 2024
2 122

„სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, უნდა დაელოდოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად რეფერენდუმი იქნება ამ კანონთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კანონის სახალხო ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა