მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ ხალხს ნაძირლები უწოდა

მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ ხალხს ნაძირლები უწოდა
17-04-2024, 15:23 - 2024
418

მმართველი გუნდის ყოფილმა და სატელიტმა წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილს აქციაზე მყოფ ქართველ ხალხს ნაძირლები უწოდა.


მან ფეხბურთელებს მოუწოდა გაემიჯნონ აქციის მონაწილეებს.

„ფეხბურთელებმა რა დაწერეს - „არა რუსულ კანონს"-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით - არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები - ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. რა გინდა რომ მითხრა - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა