პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა განაახლა.
ხმაურია ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე სადაც სიტყვით „ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გამოდის.
პარალელურად ისმის შეძახილები.
დღეს მმართველი გუნდი აპირებს პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს, რომლის გასაპროტესტებლადაც მესამე დღეა პარლამენტთან აქცია იმართება.