პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, გრიფის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით უპასუხეს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ექსპრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილს და ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია და არსებული კითხვები არ დარჩეს უპასუხოდ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების გასაიდუმლოება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გრიფით გამოცემული დოკუმენტების რეგისტრაციისა და შენახვის დაარქივებას აწარმოებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ საბჭოს აპარატს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მთავრობას უნდა განეხორციელებინა დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო ყველა სხვა ზომები. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2019-21 წლებში რამდენჯერმე მიმართა მთავრობას, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნული გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, თუმცა მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია“, - განაცხადეს ბრიფინგზე.