ნიკა მელია განცხადებას აკეთებს

ნიკა მელია განცხადებას აკეთებს

21-02-2022, 16:53 - 2022
642
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის ხელმეორედ დაწყება მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მისი თქმით, სააკაშვილი მასთან ექიმების შეშვებას ითხოვდა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა. მელია იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი. ის, რასაც საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში ითხოვს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები