რამდენი პირია დაკავებული აქციაზე - შსს განცხადებას ავრცელებს

რამდენი პირია დაკავებული აქციაზე - შსს განცხადებას ავრცელებს
16-04-2024, 00:03 - 2024
263

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს.

მათივე განცხადებით, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა

,,სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა