საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, "დაკავებულები არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
"დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპისათვის დაკავებულთა რაოდენობის შესახებ და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.