იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა და პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირება განახლდა.
სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
„მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ოცნების“ დეპუტატ მამუკა მდინარაძეს, რომელიც რუსულ კანონს წარადგენდა, სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი დაარტყა.
შემდეგ კი დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა.