ალექსანდარ ვუჩიჩი: ვიბრძოლებთ და სერბი ხალხი გაიმარჯვებს

ალექსანდარ ვუჩიჩი: ვიბრძოლებთ და სერბი ხალხი გაიმარჯვებს
27-03-2024, 11:46 - 2024
3 798

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საკუთარ Facebook გვერდზე უცნაური პოსტი გამოაქვეყნა.


ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს და გამარჯვებას ჰპირდება.

„სერბეთს რთული დღეები ელის. ამჟამად, რთულია, ვთქვა, რა ამბები გავიგეთ ბოლო 48 საათში. ისინი პირდაპირ ემუქრებიან ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს, სერბეთსა და სერბებს. სერბ ხალხს მომავალ დღეებში გავაცნობ პრობლემებს, რომლებიც წინ გველის. ეს რთული იქნება, ახლა ყველაზე რთული იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ, სერბეთი გაიმარჯვებს“, - წერია პოსტში.

კომენტარები
რეკლამა