გაერო: რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

გაერო: რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

27-03-2024, 09:14 - 2024
3 971
       

ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს.


ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში.

„საანგარიშო პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები სულ მცირე 32 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ 12 ცალკეული ინციდენტის დროს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები