რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა | ისმოდა განგაშის ხმები

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა | ისმოდა განგაშის ხმები

24-03-2024, 20:04 - 2024
3 599
       

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.


ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ“, - აცხადებენ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები