2024 წლის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 130 ათასია, რუსთავში კი 132 ათასი.
ამ მონაცემებით, ოფიციალურად, ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით მეოთხე ადგილზე გადავიდა. ქალაქში ბოლო წლებში მოსახლეობა თითქმის განახევრდა.
მოსახლეობის მკვეთრი კლება ფიქსირდება მთლიან იმერეთშიც. ბოლო წლებში მოსახლეობა თითქმის 200 ათასით შემცირდა. 2002 წლის აღწერით იმერეთში 699 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2019 წლის აღწერით კი 497 ათასი.