რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა.
ერევნის და ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით ქალაქები, სადაც პუტინმა წააგო:
ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%)
ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%)
პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%)
ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%)
ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), პუტინი (29,74%)
ჰაიფა: დავანკოვი (40,82%), პუტინი (33,93%)