პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილიც, გაათავისუფლა.
ბარნაბიშვილი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კობახიძესთან საუბრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ზურაბ აზარაშვილმა დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.