ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მოხვედრა გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი | განცხადება

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მოხვედრა გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი | განცხადება
1-03-2024, 23:14 - 2024
5 983

„ვმუშაობთ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. 


მისი თქმით, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქაც გვინდა ძალიან მოქნილი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რასაც გარკვეული შეზღუდვები ექნება. ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. ასევე ექსკლუზიურად, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ დაინტერესებულ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა“, - თქვა ამილახვარმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა