პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ხვალ, 28 თებერვალს, აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს, მოუსმენენ.
ცნობილია, რომ რობინ დანიგანი პარლამენტში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრებს.
კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. ის მედიისთვის დახურული იქნება.