საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ჯარი გაგზავნოს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ჯარი გაგზავნოს

27-02-2024, 22:04 - 2024
3 895
       

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება.


მისი განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ“.

„ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები