პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

27-02-2024, 17:14 - 2024
903
       

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც, 28 თებერვალს, ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.


ღინისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

„ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები“, - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები