უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

24-02-2024, 02:02 - 2024
1 294
       

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა.


2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინის არმიამ უკრაინაში ომი დაიწყო. 

„მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა დახმარების თხოვნით მიმართეს. 

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა პუტინს „უკრაინის აგრესიის“ მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვს. 

იქამდე კი, 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება და რუსეთ-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები