Новая газета: ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იპოვეს

Новая газета: ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იპოვეს

18-02-2024, 18:51 - 2024
1 938
       

„ნოვაია გაზეტა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში იპოვეს.


17 თებერვლის მდგომარეობით, მას ექსპერტიზა არ ჩატარებია, თუმცა გამოცემასთან წყარო ამბობს, რომ მას სისხლჩაქცევები აღენიშნება. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩალურჯებები, შესაძლოა, გულის არაპირდაპირი მასაჟის შედეგად იყოს გაჩენილი. 

„როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე სასწრაფო დახმარების მუშაკს, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები, როგორც მათ აღწერეს, კრუნჩხვით ჩნდება“, - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები