ისრაელის სამხედროებმა ხან იუნის სამოქალაქო თავშესაფარში დამალული „ჰამასის“ ათობით მებრძოლი იპოვეს.
IDF-ის ცნობით, 646-ე სარეზერვო მედესანტე ბრიგადის ჯარებმა მოკლეს და დააკავეს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი, რომლებიც ღაზას სამხრეთით მდებარე სამოქალაქო თავშესაფარში იმალებოდნენ.
ასევე, IDF-ის განცხადებით, ჯარებმა თავშესაფრიდან პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაციისთვის, დერეფანი შექმნეს.
„თავშესაფარი გამოიყენა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა", რომელმაც ცინიკურად გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ტერორის თავშესაფარი“, - ნათქვამია განცხადებაში.